„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი აქციას მართავს

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი აქციას მართავს. აქტივისტები "ევროპული საქართველოს" ოფისის შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.

მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით- „თქვენი ევროპული საქართველო = თქვენს საბჭოთა საქართველოს“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ისინი ითხოვენ, რომ ელენე ხოშტარიამ მანდატი დატოვოს. ახალგაზრდებმა "ევროპული საქართველოს" ოფისთან საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

მანამდე აქციის მონაწილეები ერთ-ერთ კაფეში მივიდნენ, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

იხილეთ ვიდეო: აქცია "ევროპული საქართველოს" ოფისთან - ახალგაზრდებმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა გააპროტესტეს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს