პრეზიდენტის ადმინისტრაცია მამუკა ჟღენტის განცხადებაზე - ამგვარი განცხადების გამო, პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, იძულებული გახდნენ მარტში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული განცხადება უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელია.

„საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები. ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ. საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.​ შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ამავე პერიოდში ესტუმრა ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიას“,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა დღეს სოციალურ ქსელ „ფეიქბუქში“ პოსტი დაწერა.

„ინტერპრესნიუსი“ მამუკა ჟღენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„არ ვხუმრობ, ლიუსტრა ვიყო. მოკლედ, ორ ფრანგ კოლეგასთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მერე სუდანში მაქვს ჩანიშნული მივლინება მარტის შუა რიცხვებში. ხოდა, უშიშროების იქოურმა სამსახურმა ბანგიდან (დედაქალაქი) ანუ მაინძელმა მოგვწერა იქნებ აპრილიზა გადავიტანოთო: ამდენი ქართველი და ფრანგი ამ მარტის თვეში გავრილოვის ღამეს გამოიწვევსო:)))) თურმე, ჩვენი ქაბატო მიდის 10 დღით კაი დიდ დელეგაციასთან ერთად! არა იაროს, თან ისეთ ადგილებში სადაც თავისი გონებამახვილი განცხადებებით დიდ ზაინს ვერ მოიტანს, მაგრამ ქე მაინც აუხსნას კარგად რომ ქართველია და არა ფრანგი, თვარა......თან 10 დღე აპასნია, კოღოების პერიოდია“,-წერს ჟღენტი „ფეიქსბუქზე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა