ელენე ხოშტარია - ეს ახალგაზრდები არიან პარტიული აქტივი - როდესაც “ქართულ ოცნებას” არ აქვს არგუმენტი, აწყობს აქციებს

პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დეპუტატი ელენე ხოშტარია მივიდა.

ხოშტარიას თქმით, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები არიან.

“ეს ახალგაზრდები არიან პარტიული აქტივი და მათ დავალებებს აძლევენ. გულწრფელად ვწუხვარ, ასეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ, სადაც პარტიები თავისუფლების სივრცეს კი არ უქმნიან, პარტიულ დავალებებს აძლევენ. პოლიტიკურად ჩვენთვის ეს პროცესი ახალი არ არის. როდესაც “ქართულ ოცნებას” არ აქვს არგუმენტი, აწყობენ აქციებს”,- განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, გუშინ პარლამენტში მომხდარი ინციდენტი “იყო არა საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება, არამედ პარლამენტში მიმდინარე საბჭოთა მოვლენისთვის სახელის დარქმევა”.

კითხვაზე დატოვებს თუ არა ელენე ხოშტარია მანდატს, ასე უპასუხა:

“მე მანდატს დავტოვებ იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება ქვეყანას და არა იმის მიხედვით, დღეს ბიძინა ივანიშვილმა რა ხრიკი ჩაიფიქრა”,- განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა