ავსტრალიელი მკვლევარი - გლობალური დათბობა ანტარქტიკაზე ყინულის მასიურ შეუქცევად დნობას იწვევს

გლობალური დათბობა ანტარქტიკული ყინულის შეუქცევად მასიურ დნობას იწვევს და ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი გზა ატმოსფეროს ნახშირბადისგან გაწმენდაა, - ამის შესახებ კლიმატის საკითხებში ავსტრალიელმა მეცნიერმა ზოე თომასმა „როიტერს“ განუცხადა.

როგორც ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მკვლევარმა აღნიშნა, ადამიანების ბოლოდროინდელმა საქმიანობამ გლობალური დათბობის პროცესი გააძლიერა, რამაც შეიძლება ანტარქტიკის მასიური დნობა გამოიწვიოს.

ანტარქტიკული ყინულის დნობის შესახებ მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში უფრო თბილი კლიმატის პირობებში დასავლეთ ანტარქტიკის ყინულის საფარის დიდი ნაწილი შეიძლება დაიკარგოს.

„ანტარქტიკული ყინულის საფარის დნობის პროცესი როგორც კი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ძალისხმევის მიუხედავად, მისი შეჩერებას ვეღარ შევძლებთ“, - განაცხადა ზოე თომასმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ადამიანს აიძულებს საცხოვრებელი ადგილი მიატოვოს.

შეგახსენებთ, წელს, 6 თებერვალს ანტარქტიკაზე ყველაზე თბილი ტემპერატურა - მინუს 18 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა.

იხილეთ ვიდეო: გლობალური დათბობა ანტარქტიკაში ყინულის მასიურ შეუქცევად დნობას იწვევს - აცხადებს ავსტრალიელი მკვლევარი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა