აშშ-ის საელჩო საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის კრის სოჩას ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კრის სოჩა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად შეხვდა.

ყველა შეხვედრაზე სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" არსებულ ვითარებაზე. ​სოჩამ, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა კრის სოჩამ სენატის კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი ჩამოიტანა იმის შესახებ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს