სერგი კაპანაძე კახა კალაძის ტვიტზე -  ჩვენ არ მოგვისმენია წინადადება, რომელიც საქართველოს პროპორციულ სისტემას მოუტანს - ჩანს, რამდენად გულწრფელია შეთავაზება

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე თბილისის ყოფილ მერს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურ მდივანს კახა კალაძეს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" პასუხობს. სერგი კაპანაძეკახა კალაძეს იმ "ტვიტზე" უპასუხა, სადაც თბილისის მერმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზაობასთან დაკავშირებით დაწერა და საერთაშორისო პარტნიორები მონიშნა.

"ოპოზიციის ლიდერები კვლავ ციხეში არიან, სხვების წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქმეები და ჩვენ არ მოგვისმენია წინადადება, რომელიც საქართველოს პროპორციულ (ან მის მახლობელ სისტემას) სისტემას მოუტანს. ქართული ოცნება კვლავ იმ აზრზეა, რომ 30%-იანი მხარდაჭერით უნდა მართოს ქვეყანა.ჩანს რამდენად გულწრფელია შეთავაზება :) ",-წერს სერგი კაპანაძე.

ცნობისთვის, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ოპოზიციასთან, რათა შეთანხმდეს ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე.

მან საკუთარ "ტვიტზე" ევროპარლამენტი, სოციალისტთა და დემოკრატთა ჯგუფი, ევროპის სახალხო პარტია, კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯიმ რიში მონიშნა.

"პარტია “ქართული ოცნება“ მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ოპოზიციასთან, რათა შეთანხმდეს ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის",-წერს კალაძე "ტვიტერზე" .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო