რეჟისორ გიორგი შენგელაიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

რეჟისორ გიორგი შენგელაიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი შენგელაიას დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება. მას ვერიკო ანჯაფარიძის ნომერ 16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში, 17 თებერვალს გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა