ადვოკატის თქმით, დონალდ ტრამპმა ჯულიან ასანჟს რუსეთის თემაზე გარიგების სანაცვლოდ შეწყალება შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯულიან ასანჟს შეწყალება შესთავაზა, თუ ის იტყოდა, რომ რუსეთს კავშირი არ ჰქონდა „დემოკრატიული პარტიის“ ელექტრონული წერილების „ვიკილიქსში“ გამოქვეყნებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ასანჟის ადვოკატმა ედუარდ ფიტჯერალდმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ექსტრადირების საკითხის ტექნიკური მოსმენა გაიმართა.

ადვოკატის თქმით, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დანა რორაბახერი 2017 წელს ასანჟს შეხვდა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით შეწყალება შესთავაზა იმ პირობით, თუკი ის იტყოდა, რომ რუსეთს კავშირი არ ჰქონდა 2016 წელს „დემოკრატიული პარტიის“ ელექტრონული წერილების გამოქვეყნებასთან, რამაც ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სტეფანი გრიშემმა ინფორმაცის იმის თაობაზე, რომ დონალდ ტრამპმა ასანჟს შეწყალების სანაცლოდ გარიგება შესთავაზა „სრული სიცრუე და სიყალბე უწოდა.“ მისი თქმით, პრეზიდენტს დანა რორაბაკერთან ნაცნობობა არ აკავშირებს, მის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ყოფილი კონგრესმენია და შესაბამისად, არც აღნიშნულ და არც სხვა საკითხზე მათ არ უსაუბრიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა