უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევა 17 თებერვალს, გვიან ღამით, სუმის ოლქის ქალაქ შოსტკაში მოხდა.

როგორც ცნობილია, შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და შემდგომ ქუჩაში გადაინაცვლა. 25 წლის მამაკაცმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ამასთანავე, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს - რას ამბობს გამოძიება მკვლელობის დეტალებზე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს