გერმანიაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, გარდაცვლილია ეჭვმიტანილიც

გერმანიაში დღეს მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლის რიცხვი 9-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მასთან ერთად ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი.

შეგახსენებთ, დღეს გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, შეიარაღებული პირი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩილიმ ბარებს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 4 ადამიანი.

ინციდენტების მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა