ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და უფროსის მოადგილემ ვახტანგ ფარესიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის წარმომადგენლებს, მარინა დრობიშევსკაიას და დენის ბარდიანს უმასპინძლეს.

„სამუშაო შეხვედრას კი გაუძღვნენ საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო კერესელიძე და შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კანდელაკი.

სტუმრები გაეცნენ საქართველოში მოქმედ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამას და დღგ-ს ზედმეტობის ხელოვნურად შექმნისა და გამოყენების მაგალითებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა