გიგა ბოკერია - მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებულია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა საქართველოს უახლესი დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი ლაქა იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილმა პოლიტიკური რეპრესიები დაამკვიდრა იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა.

„რა თქმა უნდა, 7 წელი იჯდა ადამიანი ციხეში და მის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. მან უნდა თქვას ეს ყველაფერი. უბრალოდ მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, ერთკაციან კამერაში 7 წელი მჯდომი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლებულია. ის ჩემი მეგობარია. ამას რომ თავი დავანებოთ, ეს ისტორიაც არის ერთ-ერთი ლაქა ჩვენი უახლესი დემოკრატიის ისტორიაში, რომ ასეთი რამ მოხდა. სწორედ ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, რომ ასეთი ამბები არასდროს აღარ მოხდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური დაკვეთით ვინმე ციხეში იჯდეს.

ეს არ ნიშნავს, რომ დაუსჯელები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილმა კანონის უზენაესობა კი არ დაამკვიდრა, არამედ დაამკვიდრა პოლიტიკური რეპრესიები იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა. მერაბიშვილი ასეთი იყო. აღიშნულის გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ პერსონალურად მიხარია ის, რომ ამდენი ხნის შემდეგ მერაბიშვილი თავისუფალია, ეს გათავისუფლებაც უნდა იყოს სიმბოლო იმის, რომ თუ ივანიშვილს არჩევნებში მშვიდობიანად დავამარცხებთ, ჩვენ არაფერი მსგავსი არასდროს უნდა გავაკეთოთ.7 წელი იჯდა და 5 წუთით ადრე გამოუშვეს, ჩვენ დაგვაგვიანდა. დანარჩენზე თავად ვანომ უნდა ისაუბროს“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

ამასთან, გიგა ბოკერია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ შეეგუოს და გიგი უგულავას სცენარი განმეორდეს.

"არ ვიცი, ივანიშვილი რას დააპირებს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ვერ შეძლებს. ამაში კი დავეთანხმები უკვე გათავისუფლებულ ვანო მერაბიშვილს, რომ წელს ეს ხელისუფლება არჩევნების გზით დამარცხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ის ხალხი, ვინც გუშინ წინ სხვადასხვა პოზიციაზე ვიყავით, ან ხვალ ვიქნებით, ჩემი ძველი მეგობრები თუ არამეგობრებიც, რომ ამგვარი სცენარი, რაც მერაბიშვილის, რაც სხვების შემთხვევაში მოხდა, არასდროს საქართველოში არავის მიმართ აღარ მოხდეს“,-განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა