ლევან კობერიძე - ვანო მერაბიშვილის რიტორიკა, რომელიც დღეს მოვისმინეთ, იმ მეხსიერების გაგრძელებაა, რომელიც მას ეტყობა, პატიმრობამდე ჰქონდა

მისი მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ვანო მერაბიშვილს, საით გაუწევს უფრო გული, - ასე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე.

როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, არ ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა.

„რომელ პარტიაში წავა, ეს მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ არც თუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის. პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა. მე ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადება და რიტორიკა, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმონეთ, რეალურად არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც მას ეტყობა, პატიმრობამდე ჰქონდა. შს მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აგრძელებს საუბარს და ასეთი რიტორიკით აპირებს სავარაუდოდ, პოლიტიკაში შესვლას“, - განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა