ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

როგორც დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საკანონმდებლო ინიციატივა რეგლამენტში ცვლილებას ითვალისწინებს.

„ასეთი რგოლის არსებობა მიგვაჩნია ყველაზე ეფექტურ ბრძოლად კორუფციასთან. გვგონია, რომ ეს უნდა გახდეს გარკვეული პოლიტიკური კონსენსუსის ნაწილი. თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის და ხალხის სამსახური, კორუფცია ვერ გახდება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან. ეს საკითხი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი. თუ ხელისუფლება ამ საკითხში ჩვენს გვერდით არ იქნება და დაიცავს მის კორუმპირებულ წევრებს, ეს იქნება კიდევ ერთი ბრძოლის დასაწყისი. კორუფცია ძარცვავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. ჩვენი ფრაქციის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ერთსულოვანი",- აცხადებენ ფრაქციის წევრები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა