ლევან კობერიძე - გიორგი გახარია მგონი დაიღალა წერილების მიღება-გაგზავნით და ალბათ, ცოტა ხანში აღარ იქნება პრემიერი

გიორგი გახარია მგონი დაიღალა უკვე წერილების მიღება-გაგზავნით და ალბათ, ცოტა ხანში აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი, - ასე ეხმიანება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს მიერ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის, კრის სოჩას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

დეპუტატის თქმით, სენატორ ჯიმ რიშის გზავნილი ძალაუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც კრის სოჩამ საქართველოში ჩამოიტანა, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

„სახელმწიფო ძალაუფლება დღეს გამოიყენება ხელისუფლების მხრიდან სწორედ კონკრეტულად თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, გამოიყენება კორუფციული სქემების განხორციელებისთვის და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის ის სამი ძირითადი თემა, რომლის გამოც ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო გაკეთებული მისი მხრიდან,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის კრის სოჩას ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა კრის სოჩამ სენატის კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი ჩამოიტანა იმის შესახებ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო