ანრი ოხანაშვილი - კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ე.წ. ლიდერი შეუერთდა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს

რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი? კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას "ქართული ოცნება" მოიპოვებს, ხოლო ვანო მერაბიშვილს "სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები გასცემენ პასუხს."

ივანე მერაბიშვილი არის მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში, ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი და ეს ნათლად გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ. მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს, რასაც წარმოადგენს "ნაცმოძრაობა" მისი სატელიტი პარტიებით. ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, იმ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები, ვინც ამ ადამიანმა გააუბედურა, ჯერ ისინი უპასუხებენ მათ და ისინი გასცემენ პასუხს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ჩვენ ადრეც განგვიცხადებია და იცით, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და "ნაციონალური მოძრაობა" დასრულდება საპარლამენტო არჩევნებში. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში, კრიმინალურ მენტალიტეტს ვებრძვით ჩვენ, ვაგრძელებთ ბრძოლას და საზგადოება გამოიტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი?"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა