მამუკა ხაზარაძე - თუ ვანო მერაბიშვილს უახლოეს ხანში სხვა ბრალდებით შეაბრუნებენ ციხეში, ის ნამდვილად იქნება პოლიტპატიმარი

ვთვლი, რომ თუ ვანო მერაბიშვილს უახლოეს ხანში სხვა რამე ბრალდებით შეაბრუნებენ ციხეში, ის ნამდვილად იქნება პოლიტპატიმარი, ისევე, როგორც გიგი უგულავა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, წინა და დღევანდელი ხელისუფლების მართლმსაჯულება ერთ სისტემაზე დგას.

„ეს არის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, ჩადის უსამართლო მართლმსაჯულებას, ესაა მთელი ჩვენი ქვეყნის უბედურება.

"მთავარი კითხვა, რაც ვანო მერაბიშვილთან მაქვს ისაა, რომ ის უნდა მოყვეს იმ დაფინანსების წყაროს შესახებ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას”. უნდა მოყვეს, რა თანხებით აფინანსებდა, რადგან ბირთვი, რომელიც ქვეყანას ამუხრუჭებს და უსამართლობას ნერგავს, დაწყებულია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და გადაცემულია “ქართულ ოცნებას”, უბრალოდ თავები შეიცვალა, სხვა არაფერი”,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სიტყვა დამხობა.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოიხდის სასჯელს, მივესალმები მის თავისუფლებაზე ყოფნას. რაც შეეხება განცხადებას, ჩემთვის მიუღებელია სიტყვა დამხობა. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის, ჩვენი ქვეყნის აღმავლობისთვის”,- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო