ირაკლი სესიაშვილი - გიგა ბოკერიას ვურჩევ, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა

ვურჩევ გიგა ბოკერიას, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებებს, რომელიც მან “მატროსოვის ციხის” დატოვების შემდეგ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის დანაშაულები, რაც მერაბიშვილმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა.

"მერაბიშვილი ციხიდან არ გამოსულა, რომ უკვე დამხობაზე გველაპარაკება. ცხადია, ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის დანაშაულები, რაც ბატონმა მერაბიშვილმა თავისი სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა. იგივე გირგვლიანის საქმის გაყალბება, “იმედის” ქონების მიტაცება, გელაშვილის ცემის ფაქტი და ა.შ. მათ სამწუხაროდ, არ აქვთ განცდა, რომ დანაშაულები ჩაიდინეს და ამ დანაშაულებზე ელემენტარულად ბოდიში მოიხადონ და ქართულ საზოგადოებას თვალებში ჩახედონ", - განაცხადა სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მათი სტილი როგორც ჩანს, არ იცვლება.

„მე ვურჩევ გიგა ბოკერიას, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა. დანარჩენს ყველაფერს ქართველი ხალხი არჩევნებში გასცემს პასუხს. ის დანაშაულები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა მთავარი შემოქმედის მონაწილეობით ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე, ხალხი ვერ დაივიწყებს. მეტიც, მათ ამ დანაშაულების განცდის უნარი და მზაობა არ აქვთ. შესაბამისად, ცხადია, ისინი ექცევიან ისევ იმ გარემოსა და პოლიტიკურ იდეოლოგიაში, რომლის მთავარი ხერხია როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ აურიონ სიტუაცია და დაუბრუნდნენ ძალადობას. ასეთ წარსულს არ დავუბრუნდებით! გვამების მოთხოვნის, რუსთაველზე სისხლიანი ადამიანების დაყრის და სხვა მძიმე დანაშაულების დრო და ადგილი ამ ქვეყანაში დასრულდა!" - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო