ვანო მერაბიშვლის სახლში „ევროპული საქართველოს” ლიდერები იმყოფებიან

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად მის საცხოვრებელ სახლში „ევროპული საქართველოს” ლიდერები იმყოფებიან.

რამდენიმე წუთის წინ სახლთან „ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ დღეს პოლიტიკურ გეგმებზე არ ისაუბრებენ.

„ადამიანი როდესაც თითქმის 7 წელი იყო ციხეში, ერთადერთი პირველი, რაც წესით ადამიანს აქვს სათქმელი, არის ის, რომ მოიკითხოს მისი ჯანმრთელობა და მისი მდგომარეობა. ძალიან ადრეა დღეს ნებისმიერი პოლიტიკური შეკითხვა”, - განაცხადა გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან.

საცხოვრებელი კორპუსი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, დავით კირკიტაძემ და გიორგი ბოტკოველმა, ასევე „ევროპული საქართველოს” წევრმა, გოკა გაბაშვილმა. მათი თქმით, დღეს პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მასთან სახლში პოლიტიკური პარტიების ლიდერები იმყოფებიან, მათ შორის გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო