ვახტანგ ძაბირაძე - ვანო მერაბიშვილი უფრო „ევროპული საქართველოსკენ“ წავა, თუმცა პარტიისთვის დიდი შენაძენი, როგორც მიზიდულობის ახალი ფაქტორი, ვერ იქნება

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, ვანო მერაბიშვილი „ევროპულ საქართველოში“ წავა, თუმცა დიდი შენაძენი „ევროპული საქართველოსთვის“, როგორც მიზიდულობის ახალი ფაქტორი, ვერ იქნება, - ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და დიდ პატივს სცემდნენ, თუმცა როგორც პოლიტიკურ ლიდერს და მიზუდულობის ახალ ცენტრს, ვერ ხედავს.

„კაცმა მოიხადა ის სასჯელი, რაც მიუსაჯეს, მოიხადა ყოველგვარი კომპრომისების გარეშე და აპირებს პოლიტიკურ საქმიანობას, რისი ყველანაირი უფლებაც აქვს.

ვანო მერაბიშვილს აქვს, როგორც დადებითი, ასევე დიდი უარყოფითი შლეიფი, გააჩნია სად იქნება და როგორ იქნება. პირობითად არის სამად გაყოფილი ელექტორატი. ესენი არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“, გნებავთ ცალ-ცალკე, გნებავთ ჯამური მხარდამჭერები და ნეიტრალური. დღეს თამაში მიდის იმაზე, ნეიტრალური ამომრჩეველი საით წავა. ეს ნეიტრალური ამომრჩეველი, რომ ვანოს ამომრჩეველი არ არის, ფაქტია. ამიტომ, როგორც მიზიდულობის ცენტრს და ნეიტრალური ამომრჩევლის თავისკენ გადამყვანს, მე როგორც ასეთ ტიპაჟს, პოლიტიკურ ლიდერს, მას ვერ ვხედავ.

არის მეორე თემა. მას საკმაოდ დიდი მხარდამჭერა ჰქონდა და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ თავის დროზე, როდესაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მე ვლაპარაკობ სამინისტროს მთლიან კოლექტივზე და საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა მას პირად შემადგენლობაზე. მაგრამ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ვანო იქ აღარ არის და შსს-ს პირად შემადგენლობაზე დღეს მას რა გავლენა აქვს, ვერ გეტყვით. მე არა მგონია, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდეს ამ შემთხვევაში, მაგრამ ის თუ საით წავა მერაბიშვილი, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“, შესაძლოა, თავად მათ ელექტორატში გამოიწვიოს გადაჯგუფებები“,-განაცხადა ვახტრანგ ძაბირაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ვანო მერაბიშვილი კვლავაც ციხეში შეაბრუნონ, ექსპერტი პასუხობს, რომ უგულავას პატიმრობის შემდეგ ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური რეპრესია.

„ვფიქრობ, ის „ევროპული საქართელოსკენ“ წავა, თუმცა დიდი შენაძენი „ევროპული საქართველოსთვის“, როგორც მიზუდულობის ახალი ფაქტორი, ვერ იქნება.

უგულავას პატიმრობის შემდეგ ნებისმიერი აღკვეთის ღონისძიება, ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, ბუნებრივია, აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური რეპრესია. ეს იქნება ცალსახად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ხელისუფლება ძალიან ვიწრო არჩევანი აქვს. თუ მიდის პოლიტიკურ რეპრესიებზე, მაშინ ამას სხვა შედეგები მოჰყვება. თუ აქეთკენ წავა ხელისუფლება, ეს ძალიან ცუდი იქნება იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს მკვეთრ რადიკალიზაციას. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ ამას ექნება ძალიან ცუდი და ქვეყნისთვის დამანგრეველი გაგრძელება. ამიტომ არამგონია, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წავიდეს“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა