მამუკა ხაზარაძემ გლდანში პარტიის ოფისი გახსნა

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო- საქართველოსთვის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გლდანში პარტიის ოფისი გახსნა.

მან ოფისის ხელმძღვანელად ლევან ცხადაძე წარადგინა. ხაზარაძის თქმით, მოქალაქეებმა იმ ახალ ძალებს უნდა მოუსმინონ, ვინც არსებულ “ჩაკეტილ წრეს” გაარღვევს.

„ეს ორპოლუსიანობა, რომელიც ქვეყანაშია, თუ არ დაინგრა, ქვეყანაში არაფერი სასიკეთო არ მოხდება. ჩვენ ვართ ჩაკეტილ წრეზე მოძრავი ადამიანები და ასე უნდა იმ ძალებს, რომელთაც უნდათ ძალაუფლება ჰქონდეთ გადანაწილებული. ეს არის უმთავრესი პრობლემა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ორპოლუსიანობა, უნდა შევქმნათ ახალი რეალობა და ცხოვრების ახალი სტანდარტი.

ეს ქვეყანა იმსახურებს დიდ წარმატებას. მე, როგორც მოქალაქეს არ მინდა, რომ უკან წავიდე და ძალებს, რომელიც ათიათასჯერ ვნახე, იმათ მოვუსმინო ტელევიზორში. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ იმ ახალ ძალებს, ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც ცოდნაც აქვთ, გამოცდილებაც და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ჩაკეტილი წრე გაარღვიონ”,- განაცხადა ხაზარაძემ.

მან იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქის წინაშე დგას.

მისი თქმით, თბილისში კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობაა.

„ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი რეგიონული გაფართოება მიდის იმ ტემპით, რაც დაგეგმილი იყო პარტიაში. დღეს ჩვენ ვხსნით პირველ რეგიონულ ოფისს თბილისში, გლდანში და ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დავფარავთ ქვეყანას, ყველა ქალაქს იმისთვის, რომ არჩევნებს შევხვდეთ ძლიერად, სერიოზული პარტიული ინფრასტრუქტურით, სერიოზული გამარჯვებისთვის. ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ, რაც ახლა ხდება გლდანში, ჩვენ აქ ხშირად გვიწევს სიარული, ეს არის ბოლო წლების პოლიტიკის სენი, როცა წლების განმავლობაში არაფერი კეთდება და არჩევნების მოახლოებასთან ერთად იწყება ქუჩების გადათხრა და ჩვენება თუ როგორ ზრუნავენ, როგორ აგებენ ახალ ასფალტს ჩვენი გადახდილი ფულით, ხშირ შემთხვევაში უხარისხოდ და ორჯერ და სამჯერ არის გადათხრილი ერთი და იგივე ქუჩა და ამით ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ზრუნავენ ამომრჩეველზე. ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, ეს დამთავრდება და დაიწყება უწყვეტი მშენებლობა და ჩვენი ქვეყნის უწყვეტი განვითარება. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, მან დააანონსა, რომ ეს არის „სიცოცხლის ქალაქი“. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს „სიცოცხლის ქალაქი“, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ნელი სიკვდილით ვკვდებით ამ ქალაქში, ის ეკოლოგიური მდგომარეობა და ჰაერის დაბინძურება, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია, კონკრეტულად თბილისში, რომელიც მსოფლიოში დაბინძურებულ ქვეყნების რიგში 118-ე ადგილს იკავებს, ამას თუ სასწრაფოდ არ ეშველა, ავადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი თანამემამულეები, ოჯახის წევრები მიემგზავრებიან უცხოეთში იმისთვის, რომ მომატებულ ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძოლონ, ეს არის კატასტროფა.

ქალაქს არ გააჩნია ხედვა, ხელისუფლებამ არ იცის როგორი თბილისი სჭირდება. გლდანში გზასს რომ დააგებენ და არჩევნების წინ ჭავჭავაძეს გადათხრიან, ეს არის ქალაქის მოვლა. რანაირი ქალაქი გვჭირდება, ეს არის მთავარი კითხვა. თითოეულ გლდანელთან თითოეულ სახლში მივალთ და ავუხსნით ჩვენს ხედვას”,- განაცხადა ხაზარაძემ.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა