ივანე მაჭავარიანი - წარმოდგენილი წინადადებით, ტელეკომპანიები 5 წლის განმავლობაში შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ გადასახადების სრულად გადახდას

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელეკომპანიების მიერ უკვე წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ გადასახადების სრულად გადახდას. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ მსხვილი ტელევიზიები თავს არიდებდნენ დეკლარირებული გადასახადის გადახდას. ეს ერთი მხრივ, ნიშნავდა ბიუჯეტში შემოსავლების დაკლებას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აფერხებდა შედარებით მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას.

ჩვენ გასულ წელს საჯაროდ განვუმარტეთ ტელევიზიებს, რომ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელებას არ ვაპირებდით და ყველას მიმდინარე გადასახადების გადახდა მოვთხოვეთ. დამეთანხმებით, ეს პოლიტიკა თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ტელევიზიას და ამავდროულად აორმაგებს კერძო მაუწყებლების მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხებს. ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მიერ გატარებულ ღონისძიებებს, 2020 წლის ბოლომდე დამატებით 22 მილიონი ლარის შემოსავალი მოაქვს ბიუჯეტში.

რაც შეეხება ზოგიერთი ტელევიზიის დავალიანების საკითხს, როგორც ცნობილია, ჩვენ გასული წლის ბოლოს აქტიური კომუნიკაცია დავიწყეთ ტელემაუწყებლებთან. მათი მხრიდან წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდებოდა დაგროვილი დავალიანების დაფარვა. დღეის მდგომარეობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტელეკომპანიების მიერ უკვე წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით, ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ მათ მიერვე გადასახადების სრულად გადახდას. აღნიშნული გრაფიკით, ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესსუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო