დიმიტრი ხუნდაძე - ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი „კოსტუმში“ გამოდიან და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრობლემაა, როცა გარკვეული ჯგუფების მხრიდან კრიმინალური ქმედება და ამის გამო საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ აქტივობად ითვლება.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი „კოსტუმში“ გამოდიან, იქვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ავიწყდებათ საკუთარი ხელით შექმნილი მძიმე წარსული.

„პრობლემაა, როცა კრიმინალური ქმედება და ამის გამო საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ აქტივობად ითვლება გარკვეული ჯგუფების მხრიდან და ისინი მზად არიან, მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანი ლიდერად წარუდგინონ საზოგადოებას. როგორც ხედავთ, ციხის კარები ზოგჯერ იხურება და ზოგჯერ იღება კიდეც. მთავარია, კარებთან სამართალი იდგეს და არა ვინმეს განწყობა იყოს მისი მამოძრავებელი, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ისიც შესამჩნევია, რომ ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი „კოსტუმში“ გამოდიან და იქვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ავიწყდებათ საკუთარი ხელით შექმნილი მძიმე წარსული, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, სტაბილურად, ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოჰქონდათ და გარეთ, კიდევ დამატებით 2-ს ითხოვდნენ“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს