ირანისა და რუსეთის მოქალაქეების კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

ირანში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსი 3 პაციენტს ლაბორატორიულად დაუდასტურდა. სამივე მათგანი ირანის მოქალაქეა და ისინი სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებიან.

გუშინ, თეირანში დაადასტურეს, რომ Covid-19-ით ქვეყნის ორი მოქალაქე დაიღუპა.

ამასთან, კორონავირუსი ლაბორატორიულად დღეს დაუდასტურდა რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც Diamond Princess-ის საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ. მედიის ინფორმაციით, ისინი ამ დროისთვის კარანტინში, იაპონიის ერთ-ერთ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო