ვლადიმერ პუტინი - მედვედევთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, საიდუმლოების გარეშე

დიმიტრი მედვედევის მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა სახელწიფოსთვის, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ მთავრობაში უნდა მოვიდნენ ადამიანები თანამედროვე მომზადებითა და საბოლოო შედეგის მიღწევის განწყობით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არ იყო სპეცოპერაცია. მე ამის შესახებ ვიცოდი. მედვედევთან გადადგომის საკითხი განვიხილეთ. ჩვენ გვაქვს ღია, მეგობრული ურთიერთობა, საიდუმლოებების გარეშე. მისი დანიშვნა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეად არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. რატომ უნდა გაგვეწელა? რუსეთი ბელგია არ არის, რომ ერთი წელი მთავრობის გარეშე იყოს... მედვედევის ადგილას ოთხ კანდიდატს მთავაზობდნენ, მაგრამ მიშუსტინი არავის დაუსახელებია, ჩემს გარდა“,-განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, 15 იანვარს რუსეთის მთავრობა, დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით გადადგა. პოსტზე მიხეილ მიშუსტინი ჯერ რუსეთის დუმამ აირჩია, ხოლო შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა მისი დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა