ლონდა თოლორაია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ევროპული კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს რეგის ბრილატსა და განყოფილების უფროსს ბორის ვოდზს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორმა კომიტეტს, სამართალდამცავთა და მოხელეთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. ინსპექტორმა ისაუბრა გამოწვევებზეც, რომლებიც ახლად ჩამოყალიბებული საგამოძიებო მექანიზმის წინაშე დგას.

კომიტეტმა სამსახურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და გამოთქვა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს სამსახურის განვითარებისა და საგამოძიებო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის პროცესში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნულ კომიტეტს გარკვეული პერიოდულობით მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ და მოისმენს მათ რეკომენდაციებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა