ლევან გოგიჩაიშვილი ფინანსთა მინისტრს - მინდა გთხოვოთ, როდესაც პარლამენტში მობრძანდებით, ერთხელ მოიყვანეთ ფინანსური პოლიციის უფროსი, სახეზე დაგვანახეთ ვინაა

მინდა გთხოვოთ, როდესაც მობრძანდებით ერთხელ მოიყვანეთ რა, ფინანსური პოლიციის უფროსი პარლამენტში. სახეზე დაგვანახეთ ვინაა ეს ადამიანი, - ასე მიმართა ფრაქცია " დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ივანე მაჭავარიანი „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.

გოგიჩაიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ორ საკითხზე, თამბაქოსთან დაკავშირებულ კორუფციასა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ქვეყანაში კორუფცია სისტემის ნაწილად იქცა. თამბაქოს სქემას შეეხეთ, სადაც ეჭვი არსებობს, რომ ივანე ჩხარტიშვილთან ერთად მთელი სახელმწიფო ინსტიტუციაა ჩართული, რომ რამენაირად კანონი და სახელმწიფო გადაწყვეტილებები ამ ადამიანის ინტერესს მოარგონ. როდესაც ზრდიდით ადვალურ გადასახადს, ხომ იცოდით რომ არ იბეგრებოდა იმ თამბაქოს შემოტანა, რომელიც ნედლეულში გადიოდა. ხომ იცოდით, რომ ფასების ზრდა იმ კომპანიების შემოსავლების განახევრებას გამოიწვევდა, ვინც გადასახადებს იხდიდნენ ბიუჯეტში? 2019 წელს ბიუჯეტმა რამდენიმე ასეული მილიონი დაკარგა , მხოლოდ იმის გამო, რომ სავარაუდოდ ერთ ადამინს უნდოდა თამბაქოს მონოპოლია გაეკეთებინა. ეს მონოპოლია არ გამოვიდა და მერე გახსენდებათ, რომ თურმე დასაბეგრია თამბაქო.

მეორე საკითხი, სულ მესმის, რომ ჩვენი გეგმაა, რეკლამის კანონი გავიტანოთ აზარტულ თამაშებზე, რეგულაციები შემოვიღოთ. ფულის გათეთრების სერიოზული სამრეცხაოა ონლაინ კაზინოების კომპანიები და დღეს უკვე ნარკოტიკის რეალიზაციისთვისაც გამოიყენება. ნარკოტიკს ყიდულობენ ადამიანები ამ სქემის საშუალებით და ჩვენ ველოდებით როდის გაგვეღვიძება. ათასჯერ გითხარით, რომ ეს არაა ჩემი კანონპროექტი, ეს ჩვენი ყველას კანონპროექტია და ერთხელ და სამუდამოდ, გამოიტანეთ. ამით ჩვენ ყველა მივიღებთ სარგებელს. ჩვენ გვჭირდება თქვენგან ძალიან ეფექტური მუშაობა“, - მიმართა მინისტრს გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა