ვალერი გელაშვილი - მერაბიშვილი გამოვიდა და თავხედური განცხადებები გააკეთა, ეს უკვე მორიგი დანაშაულია, რაზეც პასუხი უნდა აგოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვალერი გელაშვილი, რომლის ცემის საქმეც ვანო მერაბიშვილის ბრალში ფიგურირებდა, შს ყოფილი მინისტრის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილმა "თავხედური" განცხადებები გააკეთა.

"გამოვიდა და თავხედური განცხადებები გააკეთა, რომ ამ ხელისუფლებას დაამხობს. ეს უკვე მორიგი დანაშაულია, რაზეც მან პასუხი უნდა აგოს და ხელისუფლებამ უნდა აგებინოს. ყველამ მოისმინა ეს განცხადება და პროკურატურამ უნდა მიხედოს. რაც შეეხება მის შანსებს, ჯანდაბას თავი ჰქონია, სადაც უნდა იქ წასულა. ის კრიმინალი და დამნაშავეა, ამიტომ მას მორალზე ნუ დაველაპარაკებით. მან ააწიოკა ბიზნესი და ამიტომ მასთან მორალზე ნუ ვილაპარაკებთ", - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს. მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებოდათ. 2016 წელს კი ვანო მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან სასჯელი სრულად მოიხადა და საპატიმრო დღეს დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა