გიორგი კვირიკაშვილი - აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება, თუმცა თავად პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას გამორიცხავს.

კვირიკაშვილის განმარტებით, მას არ სურს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების დროს გააჩნდა.

გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის. პირადად, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების დროს ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობდი და დღეს პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც კონკრეტულად ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღების დროს გამაჩნდა, მათ შორის ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათწლეულებისთვის, საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აღნიშნულის გათვალიწინებით, არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ის მოტივაცია, რომელიც გამაჩნდა და რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერსების დაცვა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს