ირაკლი კოვზანაძე - ციფრები ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა საინტერსო და დეტალური ინფორმაცია საფინანსო სექტორში და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ. როგორც კოვზანაძე აცხადებს, წარმოდგენილი ციფრები ადასტურებს სამინისტროს გამართულ საქმიანობას.

„მაჭავარიანი ნოემბრის შემდეგ პარლამენტის სესიაზე უკვე მეოთხეჯერ მოდის და მიუხედავად ამისა, ამ ინფორმაციებს ინტერესი არ აკლია, მეოთხე მოსვლა არის დღეს სესიაზე. პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე და საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, ის ინფორმაციები, რომლებიც მან წარმოადგინა, ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო მთავრობის ანგარიშის მიხედვით და ასევე კვარტალურ ჭრილშიც, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს, მაგრამ ივანე მაჭავარიანმა წინმსწრებად მოგვცა ეს ინფორმაცია და ეს არის ძალიან კარგი.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს და აკეთებს ძალიან ბევრ და შრომატევად საქმიანობას, რომელიც დასტურდება იმ კარგი სტატისტიკით, რომელიც ქვეყანას აქვს. რამდენიმე ციფრი მინდა წარმოგიდგინოთ და დავადასტურო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდანაც, რომ დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-ის ნაცვლად, ქვეყანამ მიიღო ზრდა 5,2% რომელიც ასევე დადასტურდა სავალუტო ფონდის მისიის ბოლო ვიზიტის დროსაც. მათაც ჰქონდათ ნაკლები პროგნოზი ამასთან მიმართებაში, მაგრამ ქვეყანამ აჩვენა, რომ ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და ეროვნული ბანკი აწარმოებს საფინანსო სექტორში, არის სწორი მიმართულებით გადადგმული და ეს რეფორმები არის ის, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით ბოლო სამი წელია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტური რეფორმები და ეს არის სწორი რეფორმები, ზუსტად ამიტომაც აქვს ქვეყანას 5,2% -იანი ზრდა, რომელიც ერთერთი კარგი მაჩვენებელი რეგიონში.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ციფრი, რომელიც მოყვანილია მაჭავარიანის მოხსენებაში და განსაკუთრებით მგრძნობიარე ვართ ჩვენ - ფინანსისტები ამ ციფრის მიმართ, რომ როდესაც ნაერთი ბიუჯეტის ციფრებს ვნახავთ, იქ საგადასახადო შემოსავლები და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს - თითქმის გადაჭარბებულია პროგნოზთან მიმართებაში ნახევარ მილიარდზე მეტით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ციფრები ადასტურებს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, წინ მაინც საკმაოდ რთული პერიოდი იქნება, ვინაიდან „საარჩევნო წელია და აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს პროდუქტიულობა და ქმედითუნარიანობა მიმდინარი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშის ქვეშ იქნება“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ წარმატებები უსურვა ფინანსთა მინისტრს და მის გუნდს, რომელიც მისი შეფასებით, არის „კარგი, კვალიფიციური და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი მთავრობის შემადგენლობაში“.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს