„საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების EMS-ის კოოპერატივის საბჭოს წევრად აირჩიეს

მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს შტაბბინაში, ბერნში, გამართულ EMS კოოპერატივის საბჭოს არჩევნებში, ხმათა უმრავლესობით „საქართველოს ფოსტის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე აირჩიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, კოოპერატივის საბჭო 9 წევრისგან შედგება, რომლებსაც 2 წლის ვადით ირჩევენ. მათივე ინფორმაციით, EMS კოოპერატივი არის მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანო და აერთიანებს 180-ზე მეტ წევრ ქვეყანას, რომლებიც ერთად მუშაობენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, EMS კოოპერატივი ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების თანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. „საქართველოს ფოსტა“ 2001 წლიდან არის EMS გაერთიანების წევრი.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო