ვახტანგ გომელაური საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან, ოფიციალური შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვრის ინტეგრირებული მართვის, არალეგალური მიგრაციის და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რასაც იგი ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებით ახორციელებს.

„მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ვახტანგ გომელაურმა, ასევე, აღნიშნა დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობა, რომელთა ფარგლებში განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება და დამატებით საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა