სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის სახით ხელისუფლების ოპონენტს ვერ ხედავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვანო მერაბიშვილის სახით ხელისუფლების ოპონენტს ვერ ხედავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ინტერპრესნიუსის" მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„არ ვხედავ, (ხელისუფლების ოპონენტს) საერთოდ ვერ ვხედავ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ეწურებოდა.

ციხიდან ახლად გამოსულმა მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა