ნინო თანდილაშვილმა ეუთო-ში, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ეუთოში, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ელექტრონული სისტემის შემუშავება.

აღნიშნული ელექტრონული სისტემა შეასრულებს საჯარო პორტალის ფუნქციას და, 2020 წლის ბოლოსთვის, ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

„გასულ წელს ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი და საგანმანათლებლო არაერთი ტრენინგი და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წელსაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

უწყების ცნობით, შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგაციები და ექსპერტები, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა