სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შამგონაში მცხოვრებ დევნილთა განსახლება პრიორიტეტი უნდა იყოს პასუხისმგებელი უწყებებისთვის

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტები მოინახულა, მობინადრეებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

ლომჯარიას განცხადებით, სოფელ შამგონაში მცხოვრები დევნილების მთავარ პრობლემას განსახლება წარმოადგენს.

„შამგონაში მცხოვრებ დევნილთა მთავარი პრობლემა არის განსახლება, რადგან ისინი დღემდე იმ ობიექტებში ცხოვრობენ, რომელშიც ომის დროს შეასახლა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, დღეს ეს შენობები ავარიულია, ინგრევა და მასში ცხოვრება არ არის უსაფრთხო. შენობები კეთილმოუწყობელია, არ თბება და ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების ღირსეულ პირობებს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აპარატი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სწავლობს დევნილთა მდგომარეობას და აგრძელებს ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენას მათი პრობლემების შესახებ. სახალხო დამცველის შეხედულებით, შამგონაში მცხოვრებ დევნილთა განსახლება პრიორიტეტი უნდა იყოს პასუხისმგებელი უწყებებისთვის.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 ივნისის დასკვნის მიხედვით, სოფელ შამგონას ყოფილი ბაღის შენობა, რომელშიც ათამდე ოჯახი ცხოვრობს, არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო