გიორგი ვაშაძე - სახელმწიფომ სოფლის მეურნეობას გზა უნდა გაუკვალოს, ევროპასთან ასოცირებას ხელი ფორმალობისთვის არ მოგვიწერია

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, სოფელ ტყაჩირში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა, სადაც ადგილზე გაეცნო ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

ვაშაძის განცხადებით, სახელმწიფომ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს – რაც ლოჯისტიკის მოწესრიგებასა და ბაზარზე გატანის კუთხით მეწარმეებზე დახმარებას ითვალისწინებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა სოფლის მეურნეობის განვითარების. მთავარი არის სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და სოფლის მეურნეობას გზა გაუკვალოს, იმისთვის რომ ახალი ბაზრების ათვისება მოხდეს.

ევროპასთან ასოცირებას ხელი არ მოგვიწერია უბრალოდ ფორმალობისთვის, ამით მეწარმეებმა უნდა ისარგებლონ.

ჩვენ სოფელში განვითარების ამ კერას გავაჩენთ, სწორედ აქედან მოდის ქვეყნის სიძლიერე. ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ტყაჩირში და გარშემო რაიონები დაიცალა ხალხისგან მარტივი მიზეზის გამო – ვერ ხედავენ განვითარების შესაძლებლობას ადგილზე. გვაქვს პოტენციალი, რომელიც უნდა გამოყენოთ. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, ფინანსური მხარდაჭერა არავის არ უთხოვია ერთადერთი, რაც თქვეს, რომ მოწესრიგდეს ლოჯისტიკა და გასაღების ბაზრებზე მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება.ძალიან დიდი პოტენციალია, რომელსაც რეალიზება სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო