შს მინისტრის მოადგილე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თემაზე გამართული კონფერენციის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ნინო ცაციაშვილმა ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია ცალკეული დანაშაულების გამოძიების ხარისხზე.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელთა ფარგლებშიც, ქალაქ თბილისში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალიზებული სამმართველო, რომელიც მხოლოდ არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

ორდღიანი კონფერენცია - „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ - სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის საკითხებზე იმართება და მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობს.

მისი მიზანია იმ საფეხურების განხილვა, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირებმა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე უნდა გაიარონ.

ღონისძიების გახსნას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია ხორციელდება ევროკავშირის პროექტის - "მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტები" - ფარგლებში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს