დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო  - დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის დესტრუქციული კიბერაქტივობების გამო

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს. „ტვიტერზე“ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის დესტრუქციული კიბერაქტივობები ხელს უშლის თავისუფალი, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის არსებობას.

„დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა განცხადებები გააკეთეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხრციელებულ კიბერშეტევებთან დაკავშირებით. დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის დესტრუქციული კიბერაქტივობების გამო, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიან, თავისუფალ, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებას“,- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოში, 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა