გორში დღეს  1920 წლის 20 თებერვლის ტრაგედია  გაიხსენეს

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა სახელზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ პანაშვიდი გადაიხადა, რის შემდეგაც ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, ძველი გორელები და მოსწავლე-ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

„მიწისძვრიდან 100 წელთან დაკავშირებით მუზეუმმა არქივში დაცული ფოტომასალები გამოფინა. წარმოადგინეს მიწისძვრის შედეგად განადგურებული შენობების ამსახველი ვიდეორგოლი. მოწვეულმა მეცნიერებმა ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით 1920 წლის 20 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები, იმ დროიდან შემორჩენილი ნაგებობების უნიკალური არქიტექტურა მიმოიხილეს. გაიხსენეს მათი ახლობლების გადმოცემები ტრაგედიის შესახებ.

1920 წლის 20 თებერვალს საქართველოში დამანგრეველი სიძლიერის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი გორის მაზრაში დაფიქსირდა. მიწისძვრამ მაშინდელი ქალაქი გორი მიწასთან გაასწორა. სრულად განადგურდა სოფლები - ხიდისთავი და ოხერა. ძლიერად დაინგრა უფლისციხე, ატენი, გორიჯვარი, სკრა. მთლიანობაში დაიღუპა 129 კაცი და დაზარალდა 7000 -ზე მეტი ოჯახი. სტატისტიკური მონაცემებით, 1336 შენობიდან მხოლოდ 16 არ დაზიანებულა, 756 შენობა-ნაგებობა ან სრულად დაინგრა, ან დასაშლელი გახდა. 405 შენობა კაპიტალურ, ხოლო 156 მცირე რემონტს მოითხოვდა. დანგრეული იყო ქალაქის ერობისა და თვითმმართველობის შენობები, ფოსტა, გიმნაზია, სასულიერო სასწავლებელი, ეკლესიები, ყაზარმები, სატუსაღო. თითქმის მთლიანად ჩამოინგრა გორის ციხე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა