სერგი კაპანაძე - გასაკვირი არაა, რომ კიბერშეტევა რუსეთისგან მოდიოდა - საინტერესო ისაა, რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება, რომ პრევენცია მოეხდინა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გასაკვირი არაა, რომ კიბერშეტევა რუსეთიდან მოდიოდა და საინტერესო ისაა, ხელისუფლება რას აკეთებს პრევენციისთვის.

„არაფერი გასაკვირი არაა, რომ ასეთი კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციიდან და მათი უშიშროების სამსახურიდან მოდიოდა. ეს საქართველოსთვის ახალი ამბავი არაა, ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროს განხორციელდა მსგავსი რამ და იმის მერე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე.

აქ საინტერესო ისაა, რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება, რომ პრევენცია მოეხდინა და სხვა მსგავს შემთხვევებზე როგორი რეაგირება მოახდინა.

მეორე საყურადღებო ამბავი ასევე იქნება, ახლა ხომ არ გამოიყენებს იმის საბაბად, რომ თვითონ უფრო მეტი კონტროლი აიღოს საქართველოს მთავრობამ და უშიშროების სამსახურებმა ინტერნეტზე ქვეყნის შიგნით და ეს სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს“, - აცხადებს კაპანაძე.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო