დავით ზალკალიანი - უაღრესად ვაფასებთ, პომპეოსგან მიღებულ მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და კიბერსივრცეში უკანონო შეღწევის ფაქტის მკაცრ დაგმობას

ჩვენ უაღრესად ვაფასებთ, სახელმწიფო მდივან პომპეოსგან მიღებულ მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და კიბერსივრცეში უკანონო შეღწევის ფაქტის მკაცრ დაგმობას. ჩვენ განვაგრძობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას მსგავსი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორობას ასეთი რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად", - აღნიშნავს ზალკალიანი, რომლის ტვიტის თარგმანსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო