გია ვოლსკი კიბერშეტევაზე - სამწუხაროა, რომ საქართველოს რესურსი არ ჰყოფნის, რომ ასეთ საზარელ შემოტევას საკადრისი პასუხი გასცეს და მადლობა ღმერთს,  ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ

სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს თავისი საგამოძიებო მოქმედებები და რესურსი არ ჰყოფნის, რომ ასეთ საზარელ შემოტევას საკადრისი პასუხი გასცეს და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკი ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის გრუ-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას.​​

"საკმაოდ მწვავე და ინტენსიურია დაპირისპირება მსოფლიო დონეზე. საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ამ დაპირისპირებისა და სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ საქართველოს თავისი საგამოძიებო მოქმედებები და რესურსი არ ჰყოფნის მთლიანად, რომ გასცეს საკადრისი პასუხი ასეთ საზარელ შემოტევას და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ როგორც ტექნიკური, ასევე სერიოზული დაცვითი მექანიზმების შექმნის მიზნით. ვფიქრობ, ეს გაერთიანება, ჩვენი პოლიტიკური ოჯახი სწორად გვაქვს შერჩეული, სწორი გზა არის საერთაშორისო დონეზე ჩვენი პოლიტიკა, რომელიც არის აბსოლუტურად ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე, ხვალინდელ უსაფრთხოებაზე და მივესალმები იმას, რომ განცხადებები გააკეთეს აშშ-მ ყველა დონეზე, დიდმა ბრიტანეთმა და მე ვფიქრობ კიდევ ბევრი ქვეყანა შემოუერთება განცხადებას და საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოცხადება იქნება ნამდვილად საჭირო და აქტუალური,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს