გიორგი გახარია  კიბერშეტევაზე - ეს იყო შეუწყნარებელი აქტი, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად

ეს იყო შეუწყნარებელი აქტი, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად, -ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელში.

"შარშან ოქტომბერში საქართველომ სრულიად უგუნური კიბერშეტევა განიცადა, რომელიც შეეხო სახელმწიფოს, მედიას და ბიზნესსუბიექტებს. ეს იყო შეუწყნარებელი აქტი, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად. ჩვენ დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას",- წერს გახარია "ტვიტერზე".

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერის შეფასებით კიბერშეტევა იყო აქტი, რომელიც სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა