პოლონეთის საგარეო უწყება - რუსეთის უპასუხისმგებლო და მტრული კიბერსაქმიანობა, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას და ქვეყნების სუვერენიტეტს, მკაცრად უნდა იყოს დაგმობილი

რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც უწყების მიერ განხორციელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანა იზიარებს მოკავშირეების და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის უპასუხისმგებლო და მტრული კიბერსაქმიანობა, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, მკაცრად უნდა იყოს დაგმობილი.

„ჩვენ ვუერთდებით საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ამ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი მოკავშირეების და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის უპასუხისმგებლო და მტრული კიბერსაქმიანობა, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, მკაცრად უნდა იყოს დაგმობილი. საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, პოლონეთი მზად არის ხელი შეუწყოს კიბერსივრცეში პასუხისმგებლობიანი ქცევის ნორმების შემუშავებას. პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ურყევი რჩება. ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოსთან, რომ გავზარდოთ მისი მდგრადობა კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე“,-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს