მამუკა ბახტაძე - კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის უწყებებმა დაგეგმეს, კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაანგრიოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება

საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის უწყებებმა დაგეგმეს და განახორციელეს, კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაანგრიოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება და ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს,-ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წერს.

"საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის უწყებებმა დაგეგმეს და განახორციელეს, კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაანგრიოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება და ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს გამოძიებაში ჩვენი უწყებების მხარდაჭერისთვის და პოზიციის გამოხატვისთვის",-წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს