საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი - ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, გატაცებულია ათი მეზღვაური, მათგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა

საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ადასტურებენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, აქტიურ კომუნიკაციაში არიან გემთმფლობელთან, რომელიც აცხადებს, რომ ტანკერზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მეზღვაურების ვინაობას მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ გემთმფლობელთან, გვიდასტურებს, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, გატაცებულია ათი მეზღვაური, აქედან ოთხი არის საქართველოს მოქალაქე. ჩვენ აქტიურ კონტაქტზე ვართ როგორც გემთმფლობელთან, ასევე ოჯახის წევრებთან. ვესაუბრე მათ. საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო სააგენტოს თანამშრომლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან გემთმფლობელთან. ვადასტურებთ, რომ გემთმლობელი არის კარგი რეპუტაციის და პასუხისმგებლიანი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უვნებლად დაბრუნდნენ, ასევე ყველაფერს გააკეთებს ქართული მხარე. ყველანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. პროცედურულად ხდება ისე, რომ გამტაცებლები გამოდიან კომუნიკაციაზე გემთმფლობელთან. ჩვენ ჩვენს ხელთარსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა