2020 წელს მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების განვითარებაში  8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება

2014-2019 წლების ბიუჯეტის გადანაწილება და ათვისება, 2020 წლის გეგმები, რა მიზნობრიობით იხარჯება GITA-ს ბიუჯეტი და რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიქმნა ამ პერიოდში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების მიმოხილვა, რეგიონების აქტიური ჩართვა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში და ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მნიშვნელობა, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში გამართული პრეზენტაციის დროს ისაუბრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და სტარტაპები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, 2020 წელს სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დაფინანსდება 40 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი, ხოლო 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამით - 12 სტარტაპამდე. ჯამურად სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, ბათუმში, კასპსა და გურჯაანში გაიხსნება დამატებით ტექნოპარკები, რომლებიც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს განავითარონ სამეწარმეო უნარები და ჩაერთონ სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში.

2020 – 2022 წლებში გადამზადდება 3000 IT სპეციალისტი ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, „მობაილ დეველოპმენტი“ და სხვა.

2019 წელს, ინოვაციური ბანაკების ფარგლებში გადამზადდა სკოლის 100 მოსწავლე და 30 სტუდენტი, ხოლო 2020 წელს გადამზადდება დამატებით 300 მოსწავლე/სტუდენტი.

ავთანდილ კასრაძის შეფასებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას. მისი თქმით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ცენტრიდან შემოსულია 74 აპლიკაცია და შერჩეულია 13 პროექტი. პროექტი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს