ვანო მერაბიშვილი - დღესვე შემიძლია განვაცხადო, რომ არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე

დღესვე შემიძლია განვაცხადო, რომ არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე,- ამის შესახებ ყოფილმა შს და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეუძლებლად მიაჩნია ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე.

„შეუძლებლად მიმაჩნია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე, მით უმეტეს, უფრო დაბალ თანამდებობაზე. რაც შეეხება საქმის კეთებას, იმდენი საშუალებაა საქმის კეთების, მე ვიქნები აქტიური პოლიტიკაში არა მარტო ამ ხელისუფლების არჩევნების გზით ჩამოცილების მიმართულებით, არამედ მერეც. უფრო მეტი საქმე ოპოზიციას გასაკეთებელი ექნება მერე, როცა ეს ხელისუფლება წავა, იმიტომ რომ საქართველომ ძალიან უკან დაიხია, მსოფლიოს თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩა მოვლენებს. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს გავუჩინოთ პერსპექტივა“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს