ირაკლი კობახიძე  კიბერშეტევაზე - თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ, რომ სამომავლოდ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს

უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევის საქმე გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კიბერდანაშაულის გამოვლენაში დიდია საერთაშორისო პარტნიორების როლი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დანაშაული გაიხსნა და დადგინდა ამ დანაშაულის წყარო. მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ და რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ ამ ფაქტს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა იმისათვის, რომ სამომავლოდ მოხდეს ასეთი ფაქტების პრევენცია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო