მამუკა ხაზარაძე - რომ არა ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან რუსული სპეცსამსახურების მხილება, ხელისუფლება შეშფოთებასაც ვერ გამოთქვამდა კიბერშეტევასთან დაკავშირებით

რომ არა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება და ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან რუსული სპეცსამსახურების მხილება, საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებასაც კი ვერ გამოთქვამდა იმ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომელიც GRU-მ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მიიტანა , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, „,მმართველი ძალა დღეს უტიფრად აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს რესურსი უპასუხოს ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, დღესაც და იქამდეც, აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ ხელისუფლებასთან და სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ მას კიბერდანაშაულთან ბრძოლაში, ამ მიმართულებით არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

სახელმწიფოს სათავეში მდგომი ძალა, რომელიც ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს გატაცებისგან, ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, არ ჰყოფნის რესურსი გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს დანაშაული - უსუსურია!

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რესურსზე მეტად აკლია გამბედაობა და პოლიტიკური ნება, რათა ებრძოლოს დანაშაულს შინ თუ გარეთ. მათ არ გამოიძიეს ვერც ის დანაშაული, რომელსაც მხოლოდ მარტივი გადაწყვეტილების მიღება სჭირდებოდა, მხედველობაში მაქვს TBC ბანკზე განხორციელებული კიბერ თავდასხმა. ეს საქმე გამოძიებულიც იყო და დღემდე ყველა ფაქტი ხელის გულზეა - ადგილი, სერვერები, ტექნიკური ინფორმაცია, ლოკაცია და ბევრი სხვა დეტალი, თუმცა შედეგი ნულია. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არავითარი რესურსი და უკვე არც არავითარი უფლება - იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება!" , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს